
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მან უკვე გადაწყვიტა, როგორ უპასუხებს ირანს, იორდანიაში თავდასხმისთვის, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ. თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას მოიაზრებს მისი ეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ფართო ომის დაწყება არ სჭირდება: "არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ამას არ ვეძებ".
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ირანი თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ბაიდენმა თქვა, რომ "მათ პასუხისმგებლობას ვთვლი იმ გაგებით, რომ ისინი აწვდიან იარაღს მათ, ვინც შეტევა განახორციელა".
შეგახსენებთ, რომ კვირას, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და მინიმუმ 34 დაიჭრა, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად იორდანიაში, სირიის საზღვართან.
იხილეთ ასევე: