ფინეთი არ აძლევს თავშესაფარს მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის გავლით შევიდნენ

გამოქვეყნდა:

ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერ თავშესაფარი არ  მიუცია არც ერთ განმცხადებლისთვის, რომლებიც ქვეყანაში რუსეთიდან 2023 წლის ბოლო თვეებში შევიდნენ. ამის შესახებ ოთხშაბათს, 31 იანვარს ფინურმა მედიამ კომპანია Yle-მ გაავრცელა ინფორმაცია.

ამ დროის განმავლობაში დეპარტამენტმა განიხილა 70-მდე განაცხადი, თქვა ანტი ლეთინენმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა, განმცხადებლების დაახლოებით 2/3 უარყოფილ იქნა, დანარჩენი ნაწილი გაუქმდა მოქმედების ვადის გასვლის გამო.

ბოლო თვეების განმავლობაში, 1300 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა ფინეთში რუსეთის გავლით, აღნიშნავს მედია. მათგან დაახლოებით 190-ს ადგილსამყოფებლი უცნობია.

2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტების მოქმედების შეზღუდვა დაიწყო და წლის ბოლომდე ყველა მათგანი დახურა. მიზეზი არალეგალი მიგრანტებია.

11 იანვარს ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა 11 თებერვლამდე გაახანგრძლივა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი