გიგი უგულავას უფლებების დარღვევას სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით დედაქალაქის ყოფილ მერს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება და ეს ფაქტი კონკრეტულ პიროვნებას - შალვა თადუმაძეს უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლე თადუმაძეს ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ის უგულავას საქმის წარმოების პერიოდში ჯერ პროკურორი იყო და შემდეგ მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოადგილე ამ გადაწყვეტილებას ირონიით ხვდება. თავად უგულავა კი ამტკიცებს, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილის ახირება იყო.