77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აცხადებს. 

ცნობისთვის, 26 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. 

ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან ქულების ჩაწერის კიდევ ერთი მცდელობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი