EU-ს კანდიდატი ქვეყნები ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს უერთდებიან, მათ შორის საქართველო არ არის

გამოქვეყნდა:

9 ახალი ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანია "ალროსას" წინააღმდეგ.

მათ შორის 6 ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, 3 კი ევროპის თავისუფალი სავაჭრო კავშირის სახელმწიფოა: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია. 

"მათი გადაწყვეტილება [შემოუერთდნენ სანქციებს], უზრუნველყოფს ამ ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან. ევროკავშირი იმახსოვრებს და მიესალმება მათ ამ გადაწყვეტილებას" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

აღსანიშნავია, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის, რომლებიც ალმასის მომპოვებელ რუსულ კომპანიაზე ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

რუსული ბრილიანტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ალროსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორი პაველ მარინიჩევი ევროკავშირმა სანქციების სიაში 3 იანვარს შეივანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი