ვარშავაში ლატარიის ბილეთების ქურდობისთვის, 39 და 55 წლის ქართველები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ლატარიის 200, გადასაფხეკი ბილეთი მოიპარეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ დამნაშავეები სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან იპოვეს. მათივე ცნობით, ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს. თუმცა, რა თანხა მოიგეს ქართველებმა, უცნობია.
დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.