რუსული სპეცსამსახურები გერმანული ნაციონალისტური პარტიის უკან | სკანდალი ევროპაში და საფრთხე საქართველოსთვის

გამოქვეყნდა:

ულტრამემარჯვენე პარტიები, ნაციონალისტური ჯგუფები და ევროსკეპიციზმის გაღვივებით დაკავებული ორგანიზაციები - ძალიან ბევრი ასეთი წარმონაქმნის უკან სწორედ კრემლი და რუსული ფინანსები დგას. დღეს თქვენი ყურადღება ევროპაში აგორებულ ახალ სკანდალზე უნდა შევაჩეროთ. კერძოდ, ერთ ეპიზოდში ჟურნალისტური გამოძიებათა სერიით დადგინდა, რომ გერმანული ნაციონალისტური პარტიის უკან, რომელიც მაგალითად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სასამართლო წესით აკრძალვას ცდილობდა, სწორედ რუსული სპეცსამსახურები დგანან. 

გამოძიებაა დაწყებული ლატვიელი ევროდეპუტატის წინააღმდეგაც, რომელიც ირკვევა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული უპატაკებდა ეფ-ეს-ბეს კურატორებს მისი საქმიანობის შესახებ, რომლის მთავარი ფოკუსი ცხადია რუსული ინტერესების გატარება იყო. რაც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ სკანდალურ საქმეზე მუშაობდნენ, ფაქტებზე დაყრდნობით გვეუბნებიან, რომ დღეს რუსული ეფ-ეს-ბესა და გერეუს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოც წარმოადგენს და ადგილზეც უამრავი აგენტია მოვლენილი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი