თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ის ოჯახის წევრებთან ერთად დასკვნას ხვალ გაეცნობა. ასევე ხვალ გახდება ცნობილი დნმ-ის ანალიზის კვლევის პასუხები, შესაბამისად, გაირკვევა, ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილის.

მოვიდა საბოლოო დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ეს არის საბოლოო დასკვნა, ვეცნობით, სხვა საბოლოო დასკვნებიც  არის მოსული, - ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი