გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები ასევე ეჭვმიტანილები არიან სხვადასხვა მაღაზიიდან ნივთებისა და ტანსაცმლის ქურდობაში.
სამივე ქართველი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.