ბლინკენი ისრაელში ჩავიდა | შეხვედრაზე ის "ჰამასის" საპასუხო გზავნილს განიხილავს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი სავარაუდოდ შეხვდება ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს. მოსალოდნელია, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს ჰუმანიტარული პაუზის მოთხოვნაზე.

სამშაბათს "ჰამასმა" გამოაქვეყნა პასუხი წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს დარჩენილი მძევლების თავისუფლების უზრუნველყოფას და ღაზაში ბრძოლის მუდმივ შეწყვეტას. 

კატარის პრემიერმინისტრის თქმით, ჰამასმა წინადადებას "დადებითად" უპასუხა, მაგრამ რამდენიმე დეტალზე შეთავაზება გააკეთა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის განიხილავს კონტრწინადადებას ისრაელის ოფიციალურ პირებთან.

"კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მართლაც, არსებითია. ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავად მუშაობას მის მისაღწევად", - თქვა ბლინკენმა სამშაბათს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი