რუსეთის ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ომის მოწინააღმდეგე, პუტინის პოლიტიკის კრიტიკოს - ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ცესკომ მიზეზად მხარდამჭერების დიდი რაოდენობით არასწორი ხელმოწერები დაასახელა. ნადეჟდინის გუნდმა ვერ დაუმტკიცა კომისიას, რომ ხელმოწერები შეცდომით იქნა უარყოფილი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ნადეჟდინი ოპოზიციის საუკეთესო იმედად ითვლებოდა.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ნადეჟდინმა მხოლოდ 95 587 ლეგიტიმური ხელმოწერა შეაგროვა, 100 000-იან ნიშნულზე კი 5 000 ხმა აკლდება.

ნადეჟდინმა განაცხადა, რომ რეგისტრაციაზე უარს გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში. 

"არავის ეპარება ეჭვი, რომ ასიათასობით ადამიანმა ნამდვილად მოაწერა ხელი. ამაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ნადეჟდინმა გადაწყვეტილების შემდეგ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი