საქართველოს ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელში გაემგზავრება. ამის შესახებ მან პარლამენტში, სესიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.
"პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე NATO-ს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდსება ბრიუსელში", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: