"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. TI ამბობს, რომ თანამდებობის პირებთან და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
ორგანიზაცია კორუფციის რუკას აქვეყნებს, სადაც თავმოყრილია საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც TI იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
"ვსაუბრობთ კორუფციაზე, განსაკუთრებით, მაღალ დონეზე არსებულ კორუფციის ფაქტებზე და იმაზეც, რომ ამ ფაქტების გამოძიება ეფექტურად არ ხდება. ზოგ შემთხვევაში გამოძიება იწყება და ჩვენ არ ვიცით შედეგები. [...] ბოლო 10 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს 2 მილიარდ 150 მილიონის ტენდერი", - თქვა TI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
ორგანიზაციის რეგიონული ოფიცსების მენეჯერი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ბოლო ორ წელში ამ კომპანიებისთვის დაახლოებით მილიარდ-ნახევრით გაიზარდა ის თანხები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს.
რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასეთია:
იხილეთ სრულად: