"არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს" | სანდუ

გამოქვეყნდა:

"არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს" - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძირითად პრობლემად ქვეყანაში, კერძოდ, დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება.

"არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს. ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე…ვხედავთ, "კრემლის მსახურები" აქ დილიდან საღამომდე როგორ გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს," - ამბობს სანდუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი