ნიდერლანდების სასამართლომ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ შვიდი დღის განმავლობაში უნდა შეაჩეროს F-35 საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი ისრაელში.
"სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 მოიერიშე თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასატარებლად", - ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - Oxfam Novib, Pax for Peace და The Rights Forum - გაასაჩივრა ჰოლანდიის სასამართლოს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35 ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა.
ორშაბათს, ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილეც ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი".
სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელი "საკმარისად არ ითვალისწინებს მისი თავდასხმების შედეგებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის" და დასძინა, რომ მისმა თავდასხმებმა ღაზას სექტორზე გამოიწვია "სამოქალაქო მსხვერპლის არაპროპორციული რაოდენობა".