ოფიციალური მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების დათბობაზე ალაპარაკდა. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას კავშირების ნორმალიზებას სთავაზობს და "ქართული ოცნების" პოლიტიკას ისევ იწონებს. მიხეილ გალუზინი რუსულ პროპაგანდისტულ მედიაშულებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პრაგმატული ხაზის დამსახურებით, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული პერიოდი გადალახულია, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაში გამოიხატება. ოკუპანტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლება ახალ პროვოკაციას უპასუხოდ ტოვებს და პუტინის რეჟიმის გაკრიტიკებას ტრადიციულად ერიდება.