იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს | ეძებენ კიდევ ერთს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს. იტალიური მედიის ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. 

ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ. 

მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი