ივანიშვილი - პრორუსი ოლიგარქი | მიუნხენის კონფერენციის ანგარიში კრიტიკული გზავნილებით

გამოქვეყნდა:

პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილის ეს სტატუსი სულ უფრო მეტად მკვიდრდება ევროპულ პოლიტიკურ წრეებში. ევროკავშირის სტრუქტურების შემდეგ ქართველ მილიარდერს პრორუსად და ოლიგარქად მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მოიხსენიებენ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებელი საქართველოს პროევროპული პოლიტიკის ჩავარდნაზე. 

პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისთვის ეს ფაქტობრივად განაჩენია. თუ მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც სამ დღეში იწყება, არავინ გააპროტესტებს ამ ფორმულირებას, ქართველი მილიარდერისთვის პრორუსი ოლიგარქის წოდება ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. თუმცა რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. დღეს გაირკვა, რომ ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი გერმანიაში გამგზავრებას არც კი გეგმავს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი კვლავ თვითნებურად მიდის საზღვარგარეთ და მთავრობასთან ვიზიტის არცერთ პუნქტს არ ათანხმებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი