საავტორო უფლებების აკრედიტაციის მინიჭება საქართველოში კანონდარღვევით ჩატარდა | მსოფლიო ორგანიზაციების მიმართვა "ოცნების" ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

საავტორო უფლებების დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში საქპატენტის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. მკაცრი და კრიტკული გზავნილის ადრესატი საქართველოს ხელისუფლება მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიოს გავლენიანმა გაერთიანებებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა. ერთობლივ წერილში პირდაპირ წერია, რომ საქპატენტმა საავტორო უფლებათა ასოციაციის კონკურსზე არ დაშვებით არათანაბარი და უსამართლო გარემო შექმნა. 

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კონკურსის შემდეგ, მხოლოდ აკრედიტაცია მხოლოდ ორგანიზაცია IPOA-ს მიენიჭა, რომელიც ადრე "გერას" სახელწოდებით ფუნქციონირებდა და რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული.

"იპოას" წარმომადგენელი ამბობს, რომ საქპატენტი კანონის შესაბამისად მოიქცა და გამარჯვებაც ობიექტურად მოიპოვეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი