რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ინფორმაციით, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში, ბოლო ორ დღეში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი