
"ნავალნის სიკვდილზე საუკეთესო პასუხი უკრაინის დახმარება იქნება", - ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
მან ნავალნის გარდაცვალებას კატასტროფული უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.
"ისინი მზად არიან განახორციელონ ნებისმიერი ქმედება ოპოზიციის დასათრგუნად და სურთ ნათლად აჩვენონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რამდენად დაუნდობელია რუსეთი და მისი ხელმძღვანელობა", - განაცხადა ორპომ.
ის დარწმუნებულია, რომ საუკეთესო პასუხი იქნება უკრაინის უფრო ინტენსიური და სწრაფი დახმარება - "უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება და სწრაფად".
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა,
მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.