ოლიგარქის ინტერესებს შეწირული მომავალი და საქართველო გლობალური უსაფრთხოების მიღმა | გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან

გამოქვეყნდა:

გლობალური პოლიტიკა, სადაც საქართველოს ხმა სულ უფრო და უფრო სუსტად ისმის ხოლმე. გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენცია იყო. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ხელახლა დაიწყო რუსული საფრთხეების გაანალიზება და ზრუნვა იმაზე, როგორ უნდა მოეწყოს გლობალური წესრიგი სამართლის შესაბამისად, და  პუტინის ახირებების მიხედვით.

თუმცა საქართველო ჯერჯერობით ამ გლობალური უსაფრთხოების მიღმა აღმოჩნდა. მეტიც, საქართველს პრემიერი მიუნხენში საერთოდ არ წავიდა. და ეს პოლიტიკური ბუტიაობა იმით ახსნა, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგაქრად არის მოხსენიებული. ფაქტის კონსტატაციას, რომ ივანიშვილი პრორუსი ოლიგაქრია, ირაკლი კობახიძემ თავადვე დააწია ამის ფაქტობრივი მტკიცებულება - და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს პრემიერი მზადაა, ქვეყნის უსაფრთხოება ერთი მილიარდერის ინტერსებს შესწიროს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი