
ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წერს, რომ ორშაბათს ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში შეხვდება.
"ორშაბათს, მე მივესალმები იულია ნავალნაიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში. ევროკავშირის მინისტრები მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს გაუგზავნიან რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლებს და პატივს სცემენ ალექსეის ხსოვნას", - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა,
მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.