ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი ამბობს, რომ თუ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ღაზაში მყოფი მძევლები არ გათავისუფლდებიან, ისრაელი გააფართოებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სამხრეთ ნაწილში და შევა ქალაქ რაფაჰში შევა. ამ ქალაქს ათასობით ადამიანი აფარებს თავს, რომელთა უმეტესობა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადავიდა ეგვიპტის მოსაზღვრე რაიონში.
"მსოფლიომ უნდა იცოდეს და ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, რაფაჰის რაიონების ჩათვლით", - თქვა განცმა.
რამადანი წელს 10 მარტს იწყება.
განცი ამბობს, რომ ისრაელი ამას კოორდინირებულად გააკეთებს და დიალოგში იქნება ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.
"მათთვის, ვინც ამბობს, რომ [შეტევის] ფასი ძალიან მაღალია, ნათლად ვამბობ: ჰამასს აქვს არჩევანი - მათ შეუძლიათ ჩაბარდნენ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზის მოქალაქეებს შეეძლებათ აღნიშნონ წმინდა დღესასწაული რამადანი", - თქვა მან.