თვეების განმავლობაში სპეკულაციების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სურვილი აქვს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ 5 წლით უხელმძღვანელოს.
მომავალი არჩევნები ივნისში გაიმართება.
"პოლიტიკოს" წერს, რომ ლეიენმა მისი სურვილის შესახებ ბერლინში მისი მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) პარტიის ღონისძიებაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის ნომინაციას 6-7 მარტს დაგეგმილ მისი პოლიტიკური ოჯახის, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ.
ლაიენმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინისადმი ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირებაში, როდესაც კიევი ცდილობდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის თავიდან აცილებას. მას ბლოკის მართვა მოუხდა მსოფლიო პანდემიისა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის მიწაზე პირველი დიდი კონფლიქტს პერიოდში.
პარტია, რომელიც ევროპარლამენტში ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაუწერელი პრივილეგიით.
"ევრონიუსი" წერს, რომ დღეის მდგომარეობით, ერთადერთი პრემიერმინისტრი, რომელმაც შესაძლოა გააპროტესტოს ლაიენის წინადადება, უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანია, რომელიც ევროკომისიის ინტენსიური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა თავისი ქვეყნის დემოკრატიული უკანდახევის გამო.
ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროსაბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით, წესი, რომელიც, თეორიულად, ხელს უშლის ორბანს მისი მეორე ვადის დაბლოკვისგან, თუ მას სხვა ლიდერები დაუჭერენ მხარს.
შემდეგ საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც მის გასავლელად საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობა.