ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების მანქანა აჩუქა, პირადი სარგებლობისთვის.
დაკონკრეტებული არაა მანქანის მარკა და მოდელი. სახელმწიფო მედია ამბობს, რომ საჩუქარი 18 თებერვალს მიიღო მისმა დამ, ასევე პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა.
კიმ ჩენ ინის დამ თქვა, რომ ეს საჩუქარი "აშკარა მტკიცებულებაა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრობისა" და არის "საუკეთესო საჩუქარი".
გასულ წელს, როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში იმყოფებოდა, კოსმოდრომზე პუტინმა კიმ ჩენ ინს აჩვენა პირადი Anrus Senat ლიმუზინი.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, Aurus იყო პირველი რუსული ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდი და იგი გამოიყენებოდა უმაღლესი თანამდებობის პირების ავტოკოლონებში, მათ შორის პუტინის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც მან პირველად გამოიყენა Anrus ლიმუზინი 2018 წელს ინაუგურაციის ცერემონიაზე.
ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფლობს ბევრ უცხოური წარმოების ძვირადღირებულ მანქანას, რომლებიც, სავარაუდოდ, კონტრაბანდულად იქნა შემოტანილი მის ქვეყანაში გაეროს რეზოლუციის დარღვევით.