EU-მ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა.

"სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები არღვევს ძალის გამოყენების აკრძალვას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას. მიზანშეწონილია ძალაში დარჩეს კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომები მივიღოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააწესა. შემდეგ კი იმავე წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის) ანექსიის გამოცხადებისას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, EU-ს ჯამში სანქციების 12 პაკეტი აქვს მიღებული. მე-13 პაკეტის განხილვა ახლა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი