"შევთანხმდით, რომ ჩვენი მუშაობა დავაჩქაროთ... ამ სამუშაოს მიზანია, საქართველო EU-ში მოხვდეს", - ამის შესახებ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ბრიუსელში, ირაკლი კობახიძესა და ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინზე საუბრობს.
მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი: ჩვენ შევთანხმდით რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისათვის, რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება...
ჩვენ ვთხოვთ და ვეკითხებით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ სამუშაო დააჩქარონ - იქნება ეს სასამართლო რეფორმა, რეფორმის დღის წესრიგის სხვა ნაწილები, რომლებიც 9 პუნქტში ერთად განვსაზღვრეთ, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ. ამ სამუშაოს მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირში მოხვდეს. ჩვენ აქ არ გავჩერდებით. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი - კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი სამუშაო კიდევ უფრო მეტია, - ამბობს ვარჰეი.