"საბჭოს მივმართავთ, რომ ევროპულ როუმინგის სისტემაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს", - ამის შესახებ ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძესა და ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
"ყველაფერი გვაქვს განკარგულებაში, რომ საბჭოს მივაწოდოთ წინადადება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგის სისტემაში... როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები და ანგარიშსწორების სისტემა არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ. ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მონაცემთა გაცვლის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი", - ამბობს ვარჰეი.