ევროპელი ლიდერების პირველი მკაცრი გაფრთხილება პრემიერს | კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლური კამპანიის მთავარი შემოქმედის პირველი ვიზიტი ევროპაში - ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბრიუსელს პრემიერის სტატუსით ეწვია, სტრატეგიული პარტნიორებისგან პირველი გაფრთხილება პირადად მიიღო. შემოდგომაზე დანიშნული არჩევნები მთავარი ტესტია ქვეყნისათვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და პასუხისმგებლობის ტვირთი სრულად ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ევროპელი პარტნიორების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ირაკლი კობახიძე უხერხულობას ვერ ასცდა. ევროკავშირის უმაღლესი პირებისგან პრემიერმინისტრმა ღია მითითება მიიღო ანტიდასავლური კამპანიის დასრულებაზე, რომელსაც კობახიძე ამ დრომდე თავად ედგა სათავეში... 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი