"ყველა თემაზე გვქონდა საუბარი" | კობახიძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, ძალიან მეგობრული, პროდუქტიული. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა შესრულდეს ყველა პრიორიტეტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები“, - თქვა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი