
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, დიდ პაკეტს 23 თებერვალს გამოაცხადებს.
"პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნავალნიზე მომხდარის გამო", - თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან არ დააკონკრეტა პაკეტის დეტალები, მაგრამ, როგორც AFP აღნიშნავს, მისი განცხადება ასევე ემთხვევა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავს უკრაინის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა,
მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.