"...მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - იყო ჩეჩნეთი, სირია, ბესლანი, საქართველო, უკრაინა" | კარა-მურზა პუტინზე

გამოქვეყნდა:

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მომხდარზე პასუხისმგებლობას კარა-მურზა სრულიად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, აკისრებს და აღნიშნავს, რომ მან 25-წლიანი მმართველობის პერიოდში სიკვდილი მოიტანა, არამხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოში და უკრაინაში.

"ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი პატიმრების წამება. 

ამ კაცმა,  მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.

ეწირებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას", - წერს კარა-მურზა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ ცნობები 16 თებერვალს გავრცელდა. ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. 

რაც შეეხება კარა-მურზას, ის 2022 წლის 11 აპრილს დააკავეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი