რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი შეშფოთების საგნად რჩება - NDI-ს პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის დამკვირვებლები არ ჩამოვლენ, თუმცა  საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ანალიტიკოსები საქართველოში მყოფი თანაშემწეების მეშვეობით, ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებენ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა - ნათქვამია NDI-ს განცხადებაში

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკური კამპანიებს, მედიასა და დეზინფორმაციას.

გარდა ამისა, NDI შუალედურ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს.

NDI-ს პრეზიდენტი ამბობს რომ მიუხედავად არაერთი რეფორმისა არსებობს კითხვები არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

განცხადება, რომ NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლები 31 ოქტომბრის არჩევნებზე არ ჩამოვიდოდნენ, ირაკლი კობახიძემ 31 აგვისტოს გააკეთა და უარყო, რომ გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი