ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევითა და მოწმის დაკითხვით გაგრძელდა. სახელმწიფო ბრალდებისა და ადვოკატების შეკითხვებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა უპასუხა. დაცვის მხარის განმარტებით, თემურ მღებრიშვილმა თავისი ჩვენებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიმართა თავად მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი სხდომას სიმბოლურად იმ პიჯაკით ჩაერთო რისთვისაც ხელისუფლება ახლა მას ასამართლებს.