კინზინგერის წინასაარჩევნო გზავნილები და საფრთხე კრემლიდან - შეფასებები თბილისში

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის წინასაარჩევნო გზავნილებს და კრემლიდან მოსალოდნელ ჩარევებზე გაფრთხილებას, თბილისში ეხმაურებიან.

ოპოზიციაში კინზინგერის პროგნოზს, რომ  რუსეთი აუცლებლად შეეცდება 31 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევას, სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ  "ქართული ოცნება" ამას ვერც გაუმკლავდება და არც პოლიტიკური ნება ექნება:

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო ამ ისტორიულ არჩევნებზე, რუსეთის ნტერესები არის,რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი და შესაბამისად რუსეთის მცდელობა, რომ ზეგავლენა მოახდინოს ამ არჩევნებზე, თუმცა მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" არ არის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. "პატრიოტთა ალიანსი"  არის უბრალოდ  სატელიტი პროექტი "ქართული ოცნების" და მთავარი გამოწვევა  ჩვენი დასვალურ არჩევანის დასაცავად არის მათ შორის "პატრიოტთა ალიანსის" შემოქმედის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან"-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მხოლოდ "ქართული ოცნების" გაგრძელებაა. 

ის რომ  "პატრიოტთა ალიანსი"  და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი არის "ქართული ოცნების"ნაწილი და გაგრძელება ეს რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენს საზოგადეობას და ასევე ჩვენს პარტნიორებს და მათ შორის მტავარ სტრატეგიულ მოკავშირეს. ის გზავნილები რაც მათ მოწოდებული აქვთ, იმ გზაანილებს მართლა ავრცელებენ-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ  ამერიკელმა კონგრესმენმა პარტიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან. ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობისა და განცხადებების უკან, რუსეთის კვალს ხედავს. კინზინგერმა შესაბამისი განცხადება Twitter-ში გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი