გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს მიმართა და მოუწოდა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში.
"თუ ზრუნავთ ადამიანთა სიცოცხლეზე, თუ ზრუნავთ საკუთარ ხალხზე, რუს ბავშვებზე და ახალგაზრდებზე, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი ახლავე", - უთხრა გერმანელმა უმაღლესმა დიპლომატმა სერგეი ლავროვს, რომელიც მის მაგიდასთან იჯდ.
ბერბოკმა თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში,უფრო მეტია, ვიდრე რეგიონალური კონფლიქტი და რომ ეს ომი "მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ეს პრინციპები იცავს ყველა ერს, რაც არ უნდა დიდი იყოს თუ პატარა".
გაეროს წესდებას ხელი მოეწერა 1945 წელს და ჩამოაყალიბდა უშიშროების საბჭო ხუთი მუდმივი წევრით, რომელთაგან თითოეულს აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერ რეზოლუციაზე. რუსეთმა, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივმა წევრმა, გამოიყენა თავისი ძალა, რათა დაბლოკოს ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც გმობს უკრაინაში მის ომს.