
ლიეტუვა ბელარუსთან კიდევ 2 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ხურავს ჯამში არსებული 6-დამ. ამ გადაწყვეტილებით ოთხამდე გაიზარდა დახურული სასაზღვრო პუნქტების რაოდენობა.
ლავორიშკესისა და რაიგარდასის საგუშაგოები 1 მარტიდან ფუნქციონირებას შეწყვეტენ, მთელი მოძრაობა გადამისამართდება დანარჩენ ორ პუნქტზე სოფლებში მედინინკაი და სალცინინკაი.
ვილნიუსმა ასევე გადაწყვიტა შეაჩეროს ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა მოძრაობა დარჩენილი ბოლო საგუშაგოების გავლით.
"დიდი რესურსია საჭირო ნაკადების გასაკონტროლებლად, კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო სანქციების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად",- თქვა ქვეყნის შს მინისტრმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ასევე მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ბელარუსის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაზრდილ აქტივობებთან ლიეტუვისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.