"პროექტი": პუტინმა რეპრესიების მასშტაბით ყველა საბჭოთა მმართველს აჯობა, გარდა სტალინისა

გამოქვეყნდა:

მედიასაშუალება "პროექტმა" გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეები რუსეთის ფედერაციის სასამართლოებში 2018-2023 წლებში, ანუ ვლადიმერ პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დროს.

პუბლიკაციის ავტორებმა კვლევა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მიუძღვნეს "პროექტის მეგობარი, რომელიც მოკლა ვლადიმერ პუტინმა".

ექვსი წლის განმავლობაში, წერს გამოცემა, რუსეთში 116 ათასზე მეტი ადამიანი დაექვემდებარა პირდაპირ რეპრესიებს, აქედან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 11 442 პირი, 105 ათასამდე კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაეკისრა განცხადებებისა და აქციებში მონაწილეობის გამო.

კვლევის ავტორებმა მიღებული მონაცემები საბჭოთა კავშირის დროს დროს ანალოგიურ სტატისტიკას შეადარეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ რუსეთში პუტინის დროს უფრო მეტი ადამიანი იყო ნასამართლევი "ექსტრემიზმის" და ხელისუფლების კრიტიკისთვის, ვიდრე "ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის" ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის დროს.

2018-2023 წლებში სასამართლოებში 5 613 ადამიანის წინააღმდეგ იყო საქმე, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ ისეთი მუხლებით, რომლებიც უფლებადამცველებს რეპრესიულად მიაჩნიათ - ექსტრემიზმი, ტერორიზმის გამართლება, "ფეიკები", ჯარის "დისკრედიტაცია".

"პროექტი" ამბობს, რომ ეს ოდნავ მეტია, ვიდრე 1956-1961 წლებში, ხრუშჩოვის პერიოდთან შედარებით, როდესაც სახელმწიფო არქივის თანახმად, 4 883 ადამიანი გაასამართლეს მუხლებით - "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა" და "განზრახ ცრუ ფაბრიკაციების გავრცელება".

მომდევნო წლების განმავლობაში, "პერესტროიკამდე" (1962 წლიდან 1985 წლამდე), რუსეთში ამ მუხლებით გაასამართლეს 3234 ადამიანი.

"პროექტის" გამოთვლით, 2018-2023 წლებში რუსეთის სასამართლოებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის მუხლით აღძრული 5 829 საქმე მიიღეს - ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სხვა), ასევე უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის მუხლებით.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთში უფრო მეტი ადამიანი გაასამართლეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და ჯაშუშობის მუხლით, ვიდრე ცივი ომის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი