ფინანსური დარღვევები ხელვაჩაურის ბიუჯეტში | აუდიტის მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხების გამო, შესაბამისი მასალები საქართველოს პროკურატურაშია გადაგზავნილი. აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობა შეამოწმა. ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან თანხების გადაჭარბებული ხარჯვის გარდა სხვა გადაცდომებიც აღმოჩნდა. 

აუდიტის სამსახურმა, ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის პასუხისმგებელი პირები საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას, დასაქმებული პირების ხელფასებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისი მიმწოდებლების საბანკო ანგარიშების ნაცვლად, საკუთარ ან სხვის საბანკო ანგარიშებს მიუთითებდნენ.

"ცნობილია ამ დასკვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებსაც აქვთ ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება და დაიდება შესაბამისი შედეგი, რა თქმა უნდა, თუ გამოიკვეთა დანაშაული", - ამბობს ხელვაჩურის მერი.

ოპოზიციაშია აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში ათეულობით წერილი გაგზავნეს, თუმცა უწყება არ რეაგირებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი