თავდასხმა "ლელოს" წევრზე - პარტიაში ფიქრობენ, რომ მათ თანაგუნდელს "ოცნების" მხარდამჭერებმა სცემეს

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, "ლელო საქართველოსთვის" წევრს სცემეს. "ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს თბილისში, დიღმის მასივში დაესხნენ. სამი თავდამსხმელი მას ფიზიკურად თავისსავე საცხოვრებელ კორპუსთან გაუსწორდა.

პარტიის ლიდერები ვარაუდობენ, რომ მათ თანაგუნდელს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სცემეს. 

სამართალდამცველებმა კი გიორგი გლუნჩიძის ის ტანსაცმელი ამოიღეს, რომელიც მას ინციდენტის დროს ეცვა. ცნობილი ხდება ისიც, რომ "ლელოს" წევრს მოძალადეებიის ამოცნობა შეუძლია.

დაზარალებულს სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს - ამ ინფორმაციას "ლელოს" წევრებს საავადმყოფოს ორი ექიმი უდასტურებს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელი ამ ფაქტს უარყოფს. ნაცემი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება განზრახ ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი