ევროკავშირის 9 დათქმის შესასრულებლად ხელისუფლება მოჩვენებით მზაობას გამოთქვამს, რეალურად კი ყველა შესაძლებლობას იყენებს, ხელიდან არ გაუშვას ბერკეტები, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი მთავარი მართლმსაჯულების რეფორმაა.
ევროკომისია ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, მოსამართლეთა კვალიფიკაცია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ გადაწყვიტოს, თუმცა, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დაკარგავს გავლენას და კონტროლს სასამართლო კლანზე, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი დასაყრდენია.
მართლმსაჯულების რეფორმაზე კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იერიში მიიტანა ყველა ოპონენტზე, ვინც სასამართლო სისტემაში კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი