2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკოს ცნობით, მათ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა.

ცვლილებების პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი