
ამერიკის პრეზიდენი, ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე - 4 მარტამდე მოხდება.
"იმედი მაქვს შაბათ-კვირის ბოლომდე", - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორშაბათს.
"ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ, ეს ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა გვექნება", - თქვა მან.
რა ხდება:
ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფ "ჰამასს" შორის, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ომი უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, სულ მცირე 29 410 ადამიანი დაიღუპა და 69 465 დაიჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და 6 900 დაშავდა.
მიმდინარე ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰამასის" მეთაურობით ბოევიკებმა მეზობელი ღაზიდან სამხრეთ ისრაელში უპრეცედენტო შეჭრა დაიწყეს ხმელეთით, ზღვით და ჰაერით. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ათობით ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. ისრაელის სამხედროებმა საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რასაც მოჰყვა ღაზაში სახმელეთო შეჭრა. ღაზა არის 140 კვადრატული მილი ფართობის ტერიტორია, სადაც 2 მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს ისრაელის მიერ დაწესებული და ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილი ბლოკადის ქვეშ 2007 წელს "ჰამასის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.