
ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.
"გუშინდლიდან ვეძებთ ოთახს, სადაც ალექსის დავემშვიდობეთ. ჩვენ დავურეკეთ კერძო და საჯარო დაკრძალვის სააგენტოებს, კომერციულ ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს." წერს იარმიში.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსის დაკრძალვა 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას მხოლოდ 24 თებერვალს, ულტიმატუმების წაყენების შემდეგ გადასცეს.