პირველი ამოცანა საერთაშორისო საფონდო ბირჟის დაფუძნება იქნება - ხაზარაძის "მარშალის გეგმა"

გამოქვეყნდა:

"მარშალის გეგმა" - პარტია ლელომ ეკონომიკურ გეგმა წარადგინა, რომლის ყველაზე მთავარი ნაწილი საქართველოში საფონდო ბირჟის დაფუძნებაა.

როგორც პრეზენტაციის დროს დღეს მამუკა ხაზარაძემ თქვა, სწორედ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება იქნება "ლელოს" ნომერ პირველი ამოცანა. ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველო ლონდონის, სინგაპურს, ჰონგკონგის და სხვა მსოფლიო საფონდო ბირჟების ნაწილი უნდა გახდეს. 

ნომერ პირველი ამოცანა იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება. სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ეს პროექტი უკვე დაძრულია. ამის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოში ფულადი და ფინანსური რესურსების, ბიზნესების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ჩვენი პროგრამით, ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ. ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდი ბირჟაზე. ამით ჩვენ ყველა მოქალაქეს საშუალებას მივცემთ, რომ გახდნენ ჩვენი წამყვანი ინდუსტრიების თანამფლობელები" ამბობს ხაზარაძე.

პრეზენტაციამდე კი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ "მარშალის გეგმა" საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი