სამგორში მოკლული ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი პოლიციამ ზუგდიდში დააკავა, როცა ის სვანეთში წასვლას ცდილობდა. ცინდელიანი სწორედ სვანეთში ცხოვრობს და არსებული ინფორმაციით, თბილისში ჯავახიშვილის მკვლელობის წინა ღამეს ჩამოვიდა.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ სამგორში, მოკლული გოგოს მეზობლები, თუმცა დანამდვილებით მათაც არაფერი იციან.
ცინდელიანის წინააღმდეგ გამოძიება 109-ე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი სამგორში, წინაუბნის დასახლებაში გუშინ დილით, მამამ იპოვა.