გერმანია საქართველოში არჩევნებისთვის, დამკვირვებელთა ჯგუფს ამზადებს - ელჩი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად გერმანიიდან ჯგუფი ჩამოვა. გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ინფორმაციით, როგორც გერმანელმა დიპლომატმა განმარტა, გერმანელი დამკვირვებლების ჯგუფი ეუთოს მისიის ნაწილი იქნება. 

გერმანია ამზადებს დამკვირვებელთა ჯგუფს, რომელიც იქნება ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი. დამკვირვებლები ჩამოვლენ სხვა ქვეყნებიდანაც. არჩევნებზე დაკვირვება, შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს"- ამბობს დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე, პანდემიის გამო უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უკვე ცნობილია, რომ "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) დამკვირვებლებს არ გამოგზავნის, თუმცა გრძელვადიან მისიას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი