არჩევნები დამკვირვებლების გარეშე - მიეცემა თუ არა "ოცნებას" შედეგების გაყალბების შანსი

გამოქვეყნდა:

ჩატარდება თუ არა არჩევნები დამკვირვებლების გარეშე - კორონავირუსის ეპიდემია ქართული დემოკრატიისთვისაც საფრთხეს ქმნის.

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" საჯაროდ აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გამოგზავნის, თუმცა გრძელვადიან მისიას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამერიკული ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური პარტიების კამპანიები, მედიის საქმიანობა და საინფორმაციო სივრცეში დაგეგმილი დეზინფორმაციის გავრცელება. 

რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი შეშფოთების საგნად რჩება - ამბობს NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში ODIHR-ის დამკვირვებლების მონაწილეობა.

სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობა  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  ეს იქნება უცხოეთიდან შემოსული  მაკონტროლებელი რგოლი, რომელიც ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად ითანამშრომლებს. ასევე მნიშვნელოვანია ოდირმა მიიღოს მონაწილეობა პროცესში და ვიმედოვნებ რომ მას ეყოლება საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები, - ამბობს ჰარცელი.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება შეეცდება არჩევნებზე ზემოქმედებას, სწორედ ამიტომ უცხოელი დამკვირვებლების ჩართვა საარჩევნო პროცესში იქნება პრევენცია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხოს არჩევნების გაყალბება. 

რა ვიცით 2020-ის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილე საერთაშორისო დამკვირვებლებზე?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი