"[ექსპერტმა] არ დაიცვა ნივთმტკიცებები...ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, რომელიც გაგვიყვანდა მკვლელზე" | 12 წლის ანას დედა

გამოქვეყნდა:

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დავით გრიგოლიას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

12 წლის ანას დედა, ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტმა დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა, სველ მდომარეობაში შეფუთა და არ დაიცვა ნივმთმტკიცებები. ასევე, არ აიღო ანაბეჭდები სრულად დაზიანებული უბნებიდან, სადაც შესაძლოა მკვლელის დნმ ყოფილიყო.

"არ დაიცვა ნივმთმტკიცებები, დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა. ასევე, არ დაიცვა ნივმთმტკიცება, რომელიც მან აიღო და სველ მდგომარეობაში შეფუთა და შემდგომში იგი დაობდა. ასევე, მესამე კიდევ, არ აიღო ანაწმენდები სრულად დაზიანებული უბნებიდან. ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, რომელიც გაგვიყვანდა პირდაპირ მკვლელზე და ეს პირველი ეტაპი მან თავისი არასათანადო ქმედებებით გადაკეტა, რის გამოც საშუალება არ მიეცა საგამოძიებო ორგანოებს სრულყოფილად გამოეძიათ ეს საქმე," - ამბობს ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი